წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 448 შპს “ რადიო იმედი ”- სათვის სამუშაო სიხშირის (7332 მგჰც) მინიჭების შესახებ

ნომერი: 448 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2002

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2002

შპს  „რადიო იმედი”- სათვის სამუშაო სიხშირის  (7332  მგჰც)  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და  მე-2 პუნქტის,  48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს  შპს  „რადიო იმედს”  7332  მგჰც სამუშაო  სიხშირე ქ. თბილისში რადიო-სარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის;    

2.      უზრუნველყოს შპს „რადიო იმედმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა რადიო-სარელეო  სადგურის   ექსპლუატაციაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში შპს „რადიო იმედი”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი მოყვანილი იქნეს შესაბამისობაში კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება  შეიძლება    გასაჩივრდეს  თბილისის  საოლქო სასამართლოში   (ქ. თბილისი,   რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

    კომისიის თავმჯდომარე                                       ვ. აბაშიძე              

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები