წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 449 შპს “ ცენტურიონი – დაცვის სააგენტო ”- სათვის სამუშაო სიხშირეების ( 154 . 675 და 161 . 425 მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 449 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2002

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2002

შპს „ცენტურიონი – დაცვის სააგენტო”- სათვის სამუშაო სიხშირეების (154.675   და  161.425 მგჰც )  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს შპს „ცენტურიონი–დაცვის სააგენტოს” 154.675 მგჰც და  161.425 მგჰც სამუშაო სიხშირეები ქ. თბილისში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;

2.      უზრუნველყოს შპს „ცენტურიონი–დაცვის სააგენტომ”კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.      კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში შპს „ცენტურიონი–დაცვის სააგენტო”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება       შეიძლება          გასაჩივრდეს       თბილისის     საოლქო    

     სასამართლოში   (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები