წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 450 გაეროს დამკვირვებელთა მისიისათვის საქართველოში ( UNOMIG ) სამუშაო სიხშირეების ( 14613 . 0 და 15033 . 0 მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 450 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2002

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2002

გაეროს დამკვირვებელთა მისიისათვის საქართველოში  (UNOMIG)   სამუშაო სიხშირეების (14613.0   და  15033.0 მგჰც )  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG) 14613.0 მგჰც და 15033.0 მგჰც სამუშაო სიხშირეები მეორადი გამოყენების უფლებით სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;

2.      უზრუნველყოს გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.      კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში გაეროს დამკვირვებელთა მისიისათვის საქართველოში (UNOMIG) სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება       შეიძლება          გასაჩივრდეს       თბილისის     საოლქო    

     სასამართლოში   (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები