წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 451 შპს “ რუსთავი 2 “- სათვის სამუშაო სიხშირეების (2025 და 2075 მგჰც) მინიჭების შესახებ

ნომერი: 451 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2002

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2002

შპს „რუსთავი  2„- სათვის სამუშაო სიხშირეების  (2025  და  2075 მგჰც)  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და  მე-2 პუნქტის,  48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს შპს „რუსთავი 2”-ს  2025 მგჰც  და  2075 მგჰც სამუშაო სიხშირეები მეორადი გამოყენების უფლებით, ქ. თბილისში სტუდიიდან მთაწმინდის ტელეანძამდე რადიო-სარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის და გაუქმდეს 1710 მგჰც და  1820 მგჰც  სიხშირეების მინიჭება საკუთარი განცხადების საფუძველზე;    

2.      უზრუნველყოს შპს „რუსთავი 2”-მა  კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა რადიო-სარელეო  სადგურების   ექსპლუატაციაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში შპს „რუსთავი 2”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი მოყვანილი იქნეს შესაბამისობაში კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება  შეიძლება    გასაჩივრდეს  თბილისის  საოლქო სასამართლოში   (ქ. თბილისი,   რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

    კომისიის თავმჯდომარე                                       ვ. აბაშიძე              

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები