წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 452 8 - 67 ( რვა - ექვსი - შვიდი ) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 452 / 10

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2002

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2002

8-67 (რვა-ექვსი-შვიდი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციულ კონკურსში

გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ განცხადება 8-67 (რვა-ექვსი-შვიდი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად, კონკურსის გამოცხადების შესახებ პრესაში გამოქვეყნდა კანონმდებლობის შესაბამისად საკონკურსო სხდომამდე არანაკლებ ორი თვით ადრე. 

კომისია აღნიშნავს აგრეთვე, რომ თავდაპირველად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი იყო ორი განაცხადი შ.პ.ს.”აიეტისა” და შ.პ.ს. ”საქტელისაგან”. შ.პ.ს.”აიეტს” სრულად არ აქვს წარმოდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, არ არის წარმოდგენილი სალიცენზიო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, არ არის გადახდილი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10 %. აქედან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 362 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, შ.პ.ს.„აიეტი„-ს განცხადება არ არის მიღებული კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, შ.პ.ს.”საქტელის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება საკონკურსო მოთხოვნებს.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის პირველი და მეთხუთმეტე პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. 8-67 (რვა-ექვსი-ხუთი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „საქტელი”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 23 652 (ოცდასამი ათას ექვსას ორმოცდათორმეტი) ლარი.

2. ა) სალიცენზიო გადასახდელის 20%-ი ანუ 4730.4 (ოთხი ათას შვიდას ოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის 2 365.2 (ათას სამას სამოცდახუთი ლარი და ოცი თეთრი) ლარის გამოკლებით მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე მ/წ 25 ნოემბრამდე:

- ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი „თი-ბი-სი ბანკი”;

- ა/ანგარიში: N609326;

- კოდი: N220101830;

- საიდენტიფიკაციო კოდი N204953050.

ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10 % ანუ 2365.2 (ოცდასამი ათას სამას სამოცდა ხუთი ლარი და ოცი თეთრი) ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე მ/წ 25 ნოემბრამდე:

- ბანკი: საქართველოს ეროვნული ბანკი;

- ა/ანგარიში: სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეცანგარიში N000141107;

- სახაზინო ქვეანგარიში: N 8001;

-         კოდი: N220101107.

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (16556.4 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით.

4. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანს (გ.რატიშვილი) კომერციული კონკურსის შედეგების საინფორმაციო უზრუნველყოფა.

5. კომისიის აპარატის საქმეთა მმართველმა (ი.ხარებავა) უზრუნველყოს შპს „საქტელი„-სათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა.

6. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ.გოთოშია) მ/წლის 22 ნოემბრის კომისიის სხდომაზე წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს „საქტელისათვის” 8-67 (რვა-ექვსი-შვიდი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ.

7. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ კომისიის აპარატის იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) და ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები