წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 453 შპს “ სპეცკავშირმშენი ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 453 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2002

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2002

შპს „სპეცკავშირმშენი”-სათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „სპეცკავშირმშენს” შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 4020050 19.11.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „სპეცკავშირმშენმა”  აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.      გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს   თბილისის    საოლქო   სასამართლოში              

     (ქ.თბილისი,   რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

           

                       

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები