წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 458 შპს “ საქტელი ”- სათვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელე ფ ონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 458 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2002

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2002

  შპს „საქტელი”-სათვის  საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე  ლიცენზიის გაცემის  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტის, 36-ე მუხლის 2 პუნქტის ბ.ბ) ქვეპუნქტის, 36 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ა/წლის 15 სექტემბრის საკონკურსო სხდომის N 452/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ლიცენზია შ.პ.ს. „საქტელს” საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება;

ნუმერაციის რესურსი: გამოეყოს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირების დასამყარებლად კოდი 8-67 (რვა-ექვსი-შვიდი);

2.      შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

3.      სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%-ის (16 556.4 ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე       - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 8001 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი), შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

1839,60 - ლარი    - 2003 წლის 22 დეკემბრამდე;

1839,60 - ლარი    - 2004 წლის 22 დეკემბრამდე;

1839,60 - ლარი    - 2005 წლის 22 დეკემბრამდე;

1839,60 - ლარი    - 2006 წლის 22 დეკემბრამდე;

1839,60 - ლარი    - 2007 წლის 22 დეკემბრამდე;

1839,60 - ლარი    - 2008 წლის 22 დეკემბრამდე;

1839,60 - ლარი    - 2009 წლის 22 დეკემბრამდე;

1839,60 - ლარი    - 2010 წლის 22 დეკემბრამდე;

1839,60 - ლარი    - 2011 წლის 22 დეკემბრამდე;

4.      თანხების გადახდის წესი და პასუხისმგებლობა განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით;

  • შპს „საქტელმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
  • 6.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;

    7.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ    (მ. გოთოშია) სამსახურს.
  • კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები