წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 459 სს “ საქართველოს ელექტროკავშირსა ” და შპს “ ახტელს ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გა ფ ორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 459 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2002

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2002

სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს”, როგორც ადგილობრივი კავშირის ოპერატორებს შორის, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავა.

კომისია აღნიშნავს, რომ მხარეებმა მოითხოვეს დავის განხილვის გადადება ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დაზუსტების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს”, როგორც ადგილობრივი კავშირის ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავის განხილვა გადაიდოს 2003 წლის 24 იანვარს 12 საათზე.

2. ეცნობოთ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” დავის განხილვის თარიღი და დრო.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ (ე.ასანიძე) და ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) სამსახურს.

კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები