გადაწყვეტილება N 470 მიწისზედა თანამგზავრული სადგურის “ SBERCOM - T ” წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2002
მიღების თარიღი ნოემბერი 29, 2002
მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „SBERCOM-T” წარმოდგენილი ტექნიკური
მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/1749 08.08.02.) მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „SBERCOM-T” გამოყენების შესახებ, რომელიც იგეგმება STATSIONAR-14-ს ტიპის თანამგზავრულ ქსელში
სამუშაოდ და „კავშირგაბმულობისა
და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „SBERCOM-T” გამოყენებაზე (2002 წლის 8 აგვისტოს № UMS-50/1749 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
