გადაწყვეტილება N 471 გაეროს დამკვირვებელთა მისიისათვის საქართველოში ( UNOMIG ) სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2002
მიღების თარიღი ნოემბერი 29, 2002
გაეროს დამკვირვებელთა მისიისათვის საქართველოში (UNOMIG) სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG) დანართში (თან ერთვის) მითითებული სამუშაო სიხშირეები მეორადი გამოყენების უფლებით, ქ. ზუგდიდში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;
2. უზრუნველყოს გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში გაეროს დამკვირვებელთა მისიისათვის საქართველოში (UNOMIG) სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო
სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
