გადაწყვეტილება N 473 კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2002
მიღების თარიღი ნოემბერი 29, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს კომერციული კონკურსი (შემდგომში „კონკურსი”) 8-61 (რვა-ექვსი-ერთი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად;
2. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2002 წლის 2 დეკემბრის 10:00 საათიდან 2003 წლის 19 მაისის 17:00 საათამდე;
3. ლიცენზიის მაძიებლის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
4. კონკურსის პირობები არ ითვალისწინებს ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას;
5. კონკურსის პირობაა კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა;
6. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია - მაქსიმალური სალიცენზიო გადასახდელის გადახდა, რომლის შეთავაზება მოხდება ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსის ჩატარების დროს;
7. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს ოცდაოთხი ათას ასსამოცი (24160) ლარით;
8. ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10 %-ის გადახდა მოხდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;
9. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2003 წლის 23 მაისი (16:00 საათი);
10. კონკურსის ჩატარების დროს ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა;
11. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს (გ. რატიშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ (მ. გოთოშია) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
