გადაწყვეტილება N 474 შპს „ ალდაგი ასისტანსი “- სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2002
მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მესამე პუნქტისა და 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიღებული იქნეს ცნობად შპს „ალდაგი ასისტანსი”-ს #44/02 28.11.2002 განაცხადი ნუმერაციის რესურსის - 8051 (რვა-ნული-ხუთი-ერთი) კომისიისათვის გადაცემის შესახებ;
2. მიეცეს ნებართვა შპს „ალდაგი ასისტანსს” ისარგებლოს 8058 (რვა-ნული-ხუთი-რვა) ნუმერაციის რესურსით;
3. კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს „ალდაგი ასისტანსი” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის გამოყენება მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე
