გადაწყვეტილება N 475 ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ სახელისუ ფ ლებო სპეციალური კავშირების “ რეგისტრაციაში გატარების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2002
მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მესამე პუნქტისა და 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიღებული იქნეს ცნობად შპს „ახტელი”-ს განაცხადი (#906 29.11.2002) ნუმერაციის რესურსის (სასადგურო ინდექსი - 28) კომისიისათვის გადაცემის შესახებ;
2. მიეცეს ნებართვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელისუფლებო სპეციალურ კავშირებს„ საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვისათვის შიდა საწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით გამოიყენოს სასადგურო ინდექსი 28 (ოცდარვა);
3. რეგისტრაციაში გატარდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელისუფლებო სპეციალური კავშირები„;
4. კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, სახელისუფლებო სპეციალური კავშირები ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
