გადაწყვეტილება N 476 შპს “ მაგთიკომსა ” და შპს “ ახალ ქსელებს ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2002
მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2002
შპს „მაგთიკომსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის წერტილის განსაზღვრისას არსებობს დავა. შპს მაგთიკომმა„ მომართა კომისიას „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების შესაბამისად დავის განხილვის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 11-ე თავის 53-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაინიშნოს შპს „მაგთიკომსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის დავის განხილვა 2002 წლის 20 დეკემბერს 12 საათზე.
2. ეცნობოთ შპს „მაგთიკომს” და შპს „ახალ ქსელებს” დავის განხილვის თარიღი და დრო.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ იურიდიულ (გ. კვერენჩხილაძე) და ტექნიკურ (მ. გოთოშია) სამსახურებს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე
