წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 478 ს/ს “მადნეული”- სათვის სამუშაო სიხშირის (154.725 მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 478 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2002

ს/ს „მადნეული”- სათვის სამუშაო სიხშირის (154.725 მგჰც )  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს ს/ს „მადნეულს” 154.725  მგჰც სამუშაო სიხშირე ქ. თბილისში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;

2.      უზრუნველყოს ს/ს „მადნეულმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.      კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში ს/ს „მადნეული”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება       შეიძლება          გასაჩივრდეს       თბილისის     საოლქო    

     სასამართლოში   (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

კომისიის  თავმჯდომარის

        მოვალეობის   შემსულებელი                                       კ. პოპიაშვილი                      

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები