წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 479 მიწისზედა თანამგზავრული სადგურების “MAYIKOP/TELEROM-AB”, “NALCHIK/TELEROM-AB”, “NAZRAN/TELEROM-AB”, “MAHACHKAL/TELEROM-AB” და “VLADIKAVK/TELEROM-AB” წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 479 / 14

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2002

 მიწისზედა თანამგზავრული სადგურების „MAYIKOP/TELEROM-AB”, „NALCHIK/TELEROM-AB”,  „NAZRAN/TELEROM-AB”,  „MAHACHKAL/TELEROM-AB”  და  „VLADIKAVK/TELEROM-AB” წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/1803 15.08.02.) მიწისზედა თანამგზავრული სადგურების „MAYIKOP/TELEROM-AB”, „NALCHIK/TELEROM-AB”,  „NAZRAN/TELEROM-AB”,  „MAHACHKAL/TELEROM-AB”  და „VLADIKAVK/TELEROM-AB” გამოყენების  შესახებ, რომელიც იგეგმება EXPRESS-6-ს ტიპის თანამგზავრულ ქსელში სამუშაოდ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს მიწისზედა თანამგზავრული სადგურების „MAYIKOP/TELEROM-AB”, „NALCHIK/TELEROM-AB”,  „NAZRAN/TELEROM-AB”,  „MAHACHKALA/TELEROM-AB”  და „VLADIKAVK/TELEROM-AB”  გამოყენებაზე (2002 წლის 15 აგვისტოს № UMS-50/1803  წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარის

       მოვალეობის  შემსრულებელი                                                   კ. პოპიაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები