წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 481 შპს “ რუსთავი 2 ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 481 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2002

შპს „რუსთავი  2”- სათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „რუსთავი 2”-ს  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 41135 03.12.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.      უზრუნველყოს შპს „რუსთავი 2”-მა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;

3.  გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს  თბილისის   საოლქო   სასამართლოში     

     (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის  თავმჯდომარის

         მოვალეობის  შემსულებელი                                                     კ. პოპიაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები