წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 484 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 70 - ე სხდომის დღის წესრიგის პროექტის I საკითხის გადადების შესახებ

ნომერი: 484 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 06, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2002

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 70-ე სხდომის

 დღის წესრიგის პროექტის I საკითხის გადადების შესახებ

  

         2002 წლის 6 დეკემბრის N 70-ე კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტის I საკითხის თაობაზე - შპს „საქართველოს რკინიგზა”-სათვის ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალებით სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში (შემდგომში „კომისია”) შპს „საქართველოს რკინიგზას” წარმომადგენლების მონაწილეობით 2002 წლის 5 დეკემბერს ჩატარებულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე მიღებული შეთანხმების საფუძველზე კომისიამ

 

გადაწყვიტა:

 

1. 2002 წლის 22 ნოემბრის N 70-ე სხდომის დღის წესრიგის პროექტის I საკითხის         - შპს „საქართველოს რკინიგზა”-სათვის ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალებით სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ, გადადებულ იქნეს დამატებითი მასალების წარმოდგენამდე.

2. ეცნობოს შპს „საქართველოს რკინიგზას” ზემოაღნიშნული საკითხის გადადების შესახებ.

3. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში              (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ( ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

 მოვალეობის შემსრულებელი:                                                       კ. პოპიაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები