გადაწყვეტილება N 486 ინდივიდუალური საწარმო “ შალვა ოქრუაშვილი ”- სათვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 13, 2002
მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ.გ. ქვეპუნქტისა და 453-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ლიცენზია ინდივიდუალურ საწარმო „შალვა ოქრუაშვილს” საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის საგანი: საკაბელო ტელემაუწყებლობა (ქ.რუსთავი, წარმოდგენილი ტექნიკური პროექტით გათვალისწინებული სამოქმედო ზონის ფარგლებში);
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
3. ინდივიდუალურმა საწარმო „შალვა ოქრუაშვილმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
4. ინდივიდუალურმა საწარმო „შალვა ოქრუაშვილმა” უზრუნველყოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისათვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ კომისიის აპარატის იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) და ტექნიკურ (მ.გოთოშია) სამსახურებს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
შპს „ბადაგი”-სათვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ.გ. ქვეპუნქტისა და 453-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ლიცენზია შპს „ბადაგს” საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის საგანი: საკაბელო ტელემაუწყებლობა (ქ.თბილისი, წარმოდგენილი ტექნიკური პროექტით გათვალისწინებული სამოქმედო ზონის ფარგლებში);
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
3. შპს „ბადაგმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
4. შპს „ბადაგმა” უზრუნველყოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისათვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;