გადაწყვეტილება N 487 შპს “ ატლანტი – უსაფრთხოების სამსახური ”- სათვის სამუშაო სიხშირეების ( 451 . 050 და 457 . 675 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 13, 2002
მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2002
შპს „ატლანტი უსაფრთხოების სამსახური”- სათვის სამუშაო სიხშირეების (451.050 და 457.675 მგჰც ) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ატლანტი უსაფრთხოების სამსახურს” 451.050 მგჰც და 457.675 მგჰც სამუშაო სიხშირეები ქ. თბილისში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;
2. უზრუნველყოს შპს „ატლანტი უსაფრთხოების სამსახურმა”კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ატლანტი უსაფრთხოების სამსახური”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო
სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
