გადაწყვეტილება N 488 ქ . რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობა - მთავრობისათვის სამუშაო სიხშირეების (150.300; 155.375; 150.625; 156.025 და 152.625 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 13, 2002
მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2002
ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობა-მთავრობისათვის სამუშაო სიხშირეების (150.300; 155.375; 150.625; 156.025 და 152.625 მგჰც ) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ქ. რუსთავის ადგილობრივ თვითმმართველობა-მთავრობას 150.300; 155.375; 150.625; 156.025 და 152.625 მგჰც სამუშაო სიხშირეები მეორადი გამოყენების უფლებით ქ. რუსთავში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;
2. უზრუნველყოს ქ. რუსთავის ადგილობრივმა თვითმმართველობამ-მთავრობამ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობა-მთავრობისათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო
სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
