გადაწყვეტილება N 489 ქართულ - ბრიტანული ნავთობის კომპანიისათვის სამუშაო სიხშირეების (1375.625 და 1427.625 მგჰც) მინიჭების გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 13, 2002
მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2002
ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანიისათვის სამუშაო სიხშირეების (1375.625 და 1427.625 მგჰც) მინიჭების გაუქმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანიაზე 1375.625 მგჰც და 1427.625 მგჰც სიხშირეების მინიჭება საკუთარი განცხადების საფუძველზე;
2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
