წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 490 შპს ტელერადიოკომპანია “ ნოსტალგია ”- სათვის სამუშაო სიხშირის ( 73 . 600 მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 490 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 13, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2002

შპს ტელერადიოკომპანია „ნოსტალგია”- სათვის სამუშაო სიხშირის  (73.600  მგჰც) მინიჭების შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და  მე-2 პუნქტის,  48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს შპს ტელერადიოკომპანია „ნოსტალგიას”  73.600 მგჰც სამუშაო სიხშირე მეორადი გამოყენების უფლებით, ქ. ქუთაისში  რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის;    

2.      უზრუნველყოს შპს ტელერადიოკომპანია „ნოსტალგიამ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა რადიოსარელეო  სადგურის   ექსპლუატაციაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში შპს ტელერადიოკომპანია „ნოსტალგია”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება     შეიძლება    გასაჩივრდეს  თბილისის  საოლქო  სასამართლოში      (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

      კომისიის თავმჯდომარე                                     ვ. აბაშიძე

                 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები