წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 491 წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისათვის ( ICRC ) სამუშაო სიხშირეების ( 158 . 550 და 163 . 550 მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 491 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 13, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2002

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისათვის  (ICRC)  სამუშაო სიხშირეების (158.550  და  163.550   მგჰც)  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) 158.550 მგჰც და 163.550 მგჰც  სამუშაო სიხშირეები მეორადი გამოყენების უფლებით, ქ. ზუგდიდში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;

2.      უზრუნველყოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.      კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისათვის (ICRC) სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება       შეიძლება          გასაჩივრდეს       თბილისის     საოლქო    

     სასამართლოში   (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                       ვ. აბაშიძე

           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები