გადაწყვეტილება N 492 “ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის ” სამუშაო სიხშირეების ( 156 . 250 და 162 . 425 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 13, 2002
მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2002
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის” სამუშაო სიხშირეების (156.250 და 162.425 მგჰც ) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 156.250 მგჰც და 162.425 მგჰც სამუშაო სიხშირეები ქ. თბილისში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;
2. უზრუნველყოს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობისათვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო
სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
