წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 494 რუსეთის სატელევიზიო სადგურების KAKASHURA DAG – 21 TBK ( ADD ) და IZBERBASH DAG – 39 TBK ( ADD ) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 494 / 14

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 13, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2002

 რუსეთის სატელევიზიო  სადგურების  KAKASHURA DAG – 21 TBK  (ADD)  და IZBERBASH DAG – 39 TBK (ADD)  წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე  თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილებში  (№ UMS- 50/1888 23.08.02. და № UMS-50/1899 26.08.02.)  რუსეთის სატელევიზიო სადგურებისათვის KAKASHURA DAG – 21 TBK  (ADD)  და IZBERBASH DAG – 39 TBK (ADD) მინიჭებული არხების გამოყენების  შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სადგურების KAKASHURA DAG – 21 TBK  (ADD)  და IZBERBASH DAG – 39 TBK (ADD)   გამოყენებაზე (2002 წლის 23 აგვისტოს № UMS-50/1888 და 26 აგვისტოს № UMS-50/1899 წერილების   დანართებში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები