გადაწყვეტილება N 495 რუსეთის სატელევიზიო სადგურების CHIRKEI DAG – 21 TBK ( ADD ) და DUBKI DAG – 40 TBK ( ADD ) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 13, 2002
მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2002
რუსეთის სატელევიზიო სადგურების
CHIRKEI DAG 21 TBK (ADD) და
DUBKI DAG 40 TBK (ADD)
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით
გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო
სამსახურის წერილში (№ UMS- 50/1964
05.09.02.) რუსეთის სატელევიზიო სადგურებისათვის CHIRKEI DAG 21 TBK (ADD) და DUBKI DAG 40 TBK (ADD)
მინიჭებული არხების
გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა
და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სადგურების CHIRKEI DAG 21 TBK (ADD) და DUBKI DAG 40 TBK (ADD) გამოყენებაზე (2002 წლის 5 სექტემბრის № UMS-50/1964 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
