გადაწყვეტილება N 5 შპს ” მობილ ფ ონი “- სათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2002
მიღების თარიღი იანვარი 11, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „მობილფონს” შემოიტანოს საქართველოში თანდართული ანგარიშფაქტურით (N 10895 28.12.01) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს შპს „მობილფონმა” მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა კომისიის მონაცემთა ბაზაში მათი აღრიცხვისათვის;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე