წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 503 შპს “ ვეზირი ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 503 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 13, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2002

შპს „ვეზირი”- სათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „ვეზირს”  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N V006WR-1102 28.11.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „ვეზირმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.  გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   თბილისის საოლქო  სასამართლოში   

(ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                        ვ. აბაშიძე

           

                       

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები