წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 505 შპს „ მაგთიკომისა “ და შპს „ ახალ ქსელებს “ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გა ფ ორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 505 / 16

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2002

შპს „მაგთიკომისა„ და შპს „ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა შპს „მაგთიკომსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავა.

კომისია აღნიშნავს, რომ მხარეებმა მოითხოვეს დავის განხილვის გადადება ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დაზუსტების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.        შპს „მაგთიკომსა„ და შპს „ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავის განხილვა გადაიდოს 2003 წლის 10 იანვრის 12 საათზე;

2.       ეცნობოთ შპს „მაგთიკომსა„ და შპს „ახალ ქსელებს„ დავის განხილვის თარიღი და დრო;

3.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს  (მ. გოთოშია). 

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები