წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 508 რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის MAKHACHKALA – 99 . 5 MHz , წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 508 / 14

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2002

 რუსეთის რადიოსამაუწყებლო  სადგურის  MAKHACHKALA – 99.5 MHz, წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე  თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი  (№ UMS- 50/2038 12.09.02.)  რუსეთის რადიოსამაუწყებლო  სადგურისათვის MAKHACHKALA – 99.5 MHz მინიჭებული სიხშირის გამოყენების  შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო  სადგურის MAKHACHKALA – 99.5 MHz გამოყენებაზე (2002 წლის 12 სექტემბრის № UMS-50/2038 წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

           

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები