წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 509 რუსეთის ფ ედერაციის ფ იქსირებული სამსახურის სადგურების წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 509 / 14

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2002

რუსეთის ფედერაციის  ფიქსირებული სამსახურის სადგურების წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS-50/2134 და UMS-50/2135 24.09.02.) რუსეთის ფედერაციის  ფიქსირებული სამსახურის სადგურებისათვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენების  შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

      

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის  ფიქსირებული სამსახურის სადგურების გამოყენებაზე (2002 წლის 24 სექტემბრის  № UMS-50/2134 და UMS-50/2135 წერილების   დანართებში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები