გადაწყვეტილება N 510 რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურების VLADIKAVKAZ – 106 . 7 MHz , CHMI – 66 . 29 MHz და CHIKOLA – 66 . 89 MHz წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2002
მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2002
რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურების
VLADIKAVKAZ 106.7 MHz,
CHMI 66.29 MHz და CHIKOLA
66.89 MHz წარმოდგენილი ტექნიკური
მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის
გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (№
UMS- 50/2262 10.10.02.) რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურებისათვის VLADIKAVKAZ 106.7 MHz,
CHMI 66.29 MHz და CHIKOLA
66.89 MHz მინიჭებული სიხშირეების
გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა
და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურების VLADIKAVKAZ 106.7 MHz, CHMI 66.29 MHz და CHIKOLA 66.89 MHz გამოყენებაზე (2002 წლის 10 ოქტომბრის № UMS-50/2262 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
