წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 513 რუსეთის სატელევიზიო სადგურების SEVERNYI KRAS – 26 TBK ( ADD ) და KIZILIURT DAG – 31 TBK ( ADD ) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 513 / 14

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2002

რუსეთის სატელევიზიო  სადგურების  SEVERNYI  KRAS – 26 TBK (ADD) და KIZILIURT DAG – 31 TBK (ADD) წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე  თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილებში  (№ UMS- 50/2228 08.10.02. და № UMS- 50/2293 15.10.02.)  რუსეთის სატელევიზიო სადგურებისათვის SEVERNYI  KRAS – 26 TBK (ADD) და KIZILIURT DAG – 31 TBK (ADD) მინიჭებული არხების გამოყენების  შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სადგურების SEVERNYI  KRAS – 26 TBK (ADD) და KIZILIURT DAG – 31 TBK (ADD)  გამოყენებაზე (2002 წლის 8 ოქტომბრის № UMS-50/2228 და 15 ოქტომბრის № UMS-50/2293 წერილების   დანართებში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები