წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 514 ყარაჩაე - ჩერქეზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურების წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 514 / 14

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2002

ყარაჩაე-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის  ფიქსირებული სამსახურის სადგურების წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/2358 23.10.02.) ყარაჩაე-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის  ფიქსირებული სამსახურის სადგურებისათვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენების  შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს ყარაჩაე-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის  ფიქსირებული სამსახურის სადგურების გამოყენებაზე (2002 წლის 23 ოქტომბრის № UMS-50/2358  წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები