წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 525 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 72 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-12 საკითხის 2003 წლის 10 იანვრის მე-2 სხდომის დღის წესრიგის პროექტში გადატანის შესახებ

ნომერი: 525 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2002

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 72 სხდომის

 დღის წესრიგის პროექტის მე-12 საკითხის 2003 წლის 10 იანვრის

მე-2 სხდომის დღის წესრიგის პროექტში გადატანის შესახებ

  

         2002 წლის 20 დეკემბრის N 72 კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტის მე-12 საკითხის თაობაზე - შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” საქმიანობის შემდგომი სრულყოფის შესახებ, საკითხის დამატებითი შესწავლის, გაანალიზებისა და შეჯერების მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნულმა  კომისიამ

 

გადაწყვიტა:

 

1. 2002 წლის 20 დეკემბრის N 72 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-12 საკითხი         - შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” საქმიანობის შემდგომი სრულყოფის შესახებ, გადატანილ იქნეს 2003 წლის 10 იანვრის მე-2 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ (გ. კვერენჩხილაძე) და სამაუწყებლო       (თ. ძაგნიძე) სამსახურებს 2003 წლის 6 იანვრისათვის წარმოადგინოს კომისიის გადაწყვეტილების პროექტი შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” საქმიანობის შემდგომი სრულყოფის შესახებ;

3. ეცნობოს შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” ხელმძღვანელობას ზემოაღნიშნული საკითხის 2003 წლის 10 იანვრის კომისიის სხდომაზე გადატანის შესახებ;

4. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში              (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ( ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები