გადაწყვეტილება N 529 კრასნოდარის მხარეში რუსეთის ფ ედერაციის ფ იქსირებული სამსახურის სადგურების წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2002
მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2002
კრასნოდარის
მხარეში რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურების წარმოდგენილი ტექნიკური
მახასიათებლებით გამოყენებაზე
თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/2396 29.10.02.) კრასნოდარის
მხარეში რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურებისათვის მინიჭებული სიხშირეების
გამოყენების შესახებ და
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3
პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს კრასნოდარის მხარეში რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურების გამოყენებაზე (2002 წლის 29 ოქტომბრის № UMS-50/2396 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
