გადაწყვეტილება N 532 რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურების KRASNODAR – 100 . 6 MHz ; KRASNAYA POLIANA – 102 . 2 MHz ; PIATIGORSK – 102 . 5 MHz ( MOD ); TUAPSE – 102 . 8 MHz ; STAVROPOL – 103 . 1 MHz ( MOD ); TUAPSE – 106 . 5
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2002
მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2002
რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურების KRASNODAR 100.6 MHz; KRASNAYA POLIANA 102.2 MHz; PIATIGORSK 102.5 MHz (MOD); TUAPSE 102.8 MHz; STAVROPOL 103.1 MHz (MOD); TUAPSE 106.5 MHz და LAZAREVSKOE 107.7 MHZ წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS- 50/2335 18.10.02.) რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურებისათვის KRASNODAR 100.6 MHz; KRASNAYA POLIANA 102.2 MHz; PIATIGORSK 102.5 MHz (MOD); TUAPSE 102.8 MHz; STAVROPOL 103.1 MHz (MOD); TUAPSE 106.5 MHz და LAZAREVSKOE 107.7 MHZ მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურების KRASNODAR 100.6 MHz; KRASNAYA POLIANA 102.2 MHz; PIATIGORSK 102.5 MHz (MOD); TUAPSE 102.8 MHz; STAVROPOL 103.1 MHz (MOD); TUAPSE 106.5 MHz და LAZAREVSKOE 107.7 MHZ გამოყენებაზე (2002 წლის 18 ოქტომბრის № UMS-50/2335 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
