წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 533 “ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების ” ახალი რედაქციის განხილვის შესახებ

ნომერი: 533 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2002

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების” ახალი რედაქციის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ:

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონში 2000 წლის 28 ივნისს, 2001 წლის 23 მაისს და 2002 წლის 7 მაისს შევიდა ცვლილებები და დამატებები;

2002 წლის 13 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტების ამოქმედებამ განაპირობა კომისიის დებულების ახალი რედაქციის შემუშავების აუცილებლობა.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მოწონებულ იქნეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების” ახალი რედაქცია სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

2. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების” ახალი რედაქცია;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (გ.კვერენჩხილაძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                                                  ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები