წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 536 გაეროს დამკვირვებელთა მისიისათვის საქართველოში ( UNOMIG ) ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 536 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2002

გაეროს  დამკვირვებელთა  მისიისათვის  საქართველოში   (UNOMIG)      ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული  მოწყობილობების  შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG), შემოიტანოს      ქვეყნის    ტერიტორიაზე    თანდართული      ანგარიშფაქტურით       (N 15213 18.12.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

          3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში                  (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;  

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები