წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 537 შპს “ ჯეოსელისათვის ” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 537 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2002

შპს „ჯეოსელისათვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „ჯეოსელს”  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N K 255272 19.12.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „ჯეოსელმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვების მისაღებად;

3.  გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს  თბილისის   საოლქო   სასამართლოში     

     (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე                  

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები