გადაწყვეტილება N 6 ს / ს “ ეგრისი ”- სათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2002
მიღების თარიღი იანვარი 11, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ს/ს „ეგრისს” შემოიტანოს საქართველოში თანდართული ანგარიშფაქტურით (N 1748 10.08.01) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2. უზრუნველყოს ს/ს „ეგრის”-მა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე