გადაწყვეტილება N 64 შპს “ რუსთავი 2 ონლაინი ”- სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2002
მიღების თარიღი თებერვალი 22, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „რუსთავი 2 ონლაინს” ადგილობრივი სატელეფონო სისტემითა და ქსელით მომსახურეობის განსახორციელებლად N 1300 ლიცენზიის მოქმედების ვადით ნაცვლად მინიჭებული 207XXX, 208XXX, 209XXX ინდექსებისა, ისარგებლოს ნუმერაციის შემდეგი რესურსით: 200XXX, 201XX, 203XXX;
2. ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში ინდექსის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისიამ განიხილოს საკითხი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მიზანშეწონილობის შესახებ;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
