წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 66 შპს “ მზე ”- სათვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 66 / 1

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2002

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2002

  შპს „მზე”-სათვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიეცეს შ.პ.ს. „მზე”-ს  ლიცენზია საფოსტო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე:         საფოსტო კავშირით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების

მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება;

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

3.   დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;

  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს /მ. გოთოშია/.
  • კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები