გადაწყვეტილება N 7 საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიისათვის ( UNOMIG ) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2002
მიღების თარიღი იანვარი 11, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიას (UNOMIG) შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით N J66693 (19.12.2001) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. აღირიცხოს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) შემოტანისათვის განკუთვნილი მაღალსიხშირული მოწყობილობები შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს /თ.ძაგნიძე/.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
