გადაწყვეტილება N 72 “ დაზუსტებული პარამეტრების მითითებით გადამცემი ობიექტების ჩამონათვალისა და პრაქტიკული სამუშაო გეგმის “ შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2002
მიღების თარიღი თებერვალი 22, 2002
„დაზუსტებული პარამეტრების მითითებით გადამცემი ობიექტების ჩამონათვალისა და პრაქტიკული სამუშაო გეგმის „ შესახებ
2001 წლის მე-4 კვარტლის სამუშაო გეგმის შესაბამისად სამაუწყებლო სამსახურში შესრულდა სამუშაო, რომელიც ითვალისწინებდა „დაზუსტებული პარამეტრების მითითებით გადამცემი ობიექტების ჩამონათვალის” კომისიისათვის წარმოდგენას.
კომისიამ განიხილა „დაზუსტებული პარამეტრების მითითებით გადამცემი ობიექტების ჩამონათვალი” თანდართულ განმარტებით ბარათთან ერთად.
აღნიშნული იქნა, რომ შესრულებული სამუშაო ტექნიკური და ტოპოგრაფიული ხასიათის ინფორმაციული მასალაა, რომელიც ქვეყანაში მოქმედ ან დროებით უმოქმედო მაღალსიხშირული გამომსხივებლების (გადამცემების) მიერ შექმნილი ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების არსებული სურათის შეფასების საფუძველს წარმოადგენს.
იმსჯელა რა ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიამ
გადაწყვიტა:
1. სამაუწყებლო სამსახურის ინფორმაცია „დაზუსტებული პარამეტრების მითითებით გადამცემი ობიექტების ჩამონათვალის” შემუშავების თაობაზე მიღებულ იქნეს ცნობად;
2. შეტანილ იქნეს წარმოდგენილი მასალა მონაცემთა ბაზაში;
3. გაგრძელდეს გადამცემი ობიექტების შესაბამისი პარამეტრების დაზუსტებითი ხასიათის სამუშაოები და მოხდეს მონაცემთა ბაზის პერიოდული განახლება ;
4. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
