გადაწყვეტილება N 77 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2002
მიღების თარიღი მარტი 05, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (№ 1712 26.12.01) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა, მაღალსიხშირული მოწყობილობების ტიპისა და საქარხნო ნომრის მითითებით;
3. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობები კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
