გადაწყვეტილება N 78 გაეროს დამკვირვებელთა მისიისათვის საქართველოში ( UNOMIG ) ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2002
მიღების თარიღი მარტი 05, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG), შემოიტანოს ქვეყნის ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 6645 26.02.02.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობები კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ა. აბაშიძე
