წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 79 შპს “ მზე ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 79 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2002

მიღების თარიღი მარტი 05, 2002

შპს „მზე”- სათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „მზეს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული ანგარიშფაქტურებით  (N 1129271  22.02.02 და  N C020292569 25.02.02.)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „მზემ” აპარატურის შემოტანისთანავე ინფორმაციის წარმოდგენა  შესაბამის მონაცემთა ბაზაში შესატანად;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე

           

                       

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები