გადაწყვეტილება N 9 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწი ფ ო დეპარტამენტისათვის სამუშაო სიხშირეების ( 158 , 875 და 165 , 525 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2002
მიღების თარიღი იანვარი 11, 2002
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის სამუშაო სიხშირეების
(158,875 და 165,525 მგჰც ) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტს 158,875 და 165,525 მგჰც სამუშაო სიხშირეები, ქ. თბილისში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;
2. უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტმა სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
